ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს. საქართველოს მეტოქე ტურნირის მასპინძელი ხორვატიის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელიც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია.

ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად მოხდა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად მიიღო. დღევანდელი მატჩი საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას „ტელესკოლაზე“ იხილავთ.