ორფოლოს პოლიგონზე საველე წვრთნები დასრულდა.
სწავლება გაიარა მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა. წვრთნაში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები იყო გამოყენებული. სწავლება ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.