„მარიოტ ინტერნეიშენალმა“ ფრენჩაიზის 300 ევროპულ სასტუმროს შორის, პირველ ადგილზე შეკვეთილში მდებარე „პარაგრაფი“ დაასახელა.
უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, მას „პარაგრაფის“ გენერალური მენეჯერი დაესწრო.
„მარიოტ ინტერნეიშენალი“ ფრენჩაიზის საუკეთესო სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას, ყოველწლიურად ატარებს.