დღეს წითელი პარასკევია – წლის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს.
ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდა. საგანგებოდ მოქსოვილი ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული, საკურთხევლიდან გამოაბრძანეს და სამჯერ შემოტარების შემდეგ ტაძრის შუაგულში დააბრძანეს. მსახურების შემდეგ შესრულდა საგალობლები იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმაზე. მათ შორის „დატირება“, რომელიც დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდია.
დღესვე მართლმადიდებელი მორწუნეები კვერცხს, როგორც სამყაროს და მარადიულობის სიმბოლოს, წითლად ღებავენ.