წითელი პარასკევი

ვნების შვიდეულის პარასკევი, მორწმუნეთათვის ყველაზე მძიმე დღეა.

ეკლესია-მონასტრებში დღეს შესრულებულ ღვთისმსახურებაზე იესო  ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებენ. დიდი პარასკევის მსახურება 14:00 საათზე ჩატარდა, რადგან გადმოცემით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

განსაკუთრებით ბევრი მორწმუნეა დღეს იერუსალიმში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი სოფო მთივლიშვილი იმყოფება, ის ქართველ პილიგრიმებთან ერთად მონაწილეობდა სიმბოლურ მსვლელობაში,  „ვია დოლოროსაზე“ – ტანჯვისა და ვნების გზაზე, რომელზეც სახარების მიხედვით მაცხოვარმა გოლგოთამდე გაიარა.