კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო კამპანია გამართა „წითელმა ჯვარმა“. დარიგდა საინფორმაციო მასალები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსგავს ღონისძიებას მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგულარულად გამართავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა,
თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.