ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის.
წითელას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას ქართველი ექიმ-იმუნოლოგებიც. ცალკეული კლინიკების ექიმების განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში წითელას შემთხვევები გაზრდილია. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სეზონური ვირუსიც ცირკულირებს.