წითელ ნუსხაში შეტანილი ქურციკები

„მოამბე რეგიონები“ ვაშლოვანის ნაკრძალს ესტუმრა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილი ქურციკების ნახვაა შესაძლებელი.

ქურციკები საქართველოდან სამოცი წლის წინ გადაშენდნენ, რასაც ურბანიზაციის განვითარებამ და ბრაკონიერობამ შეუწყო ხელი. გადაშენებული ქურციკების აღდგენის პროექტი ათი წლის წინ დაიწყო და პირველი თაობა, აზერბაიჯანიდან შირვანის ეროვნული პარკიდან 10 ინდივიდი სამუხის ველზე გაუშვეს. სტეპსა და ნახევარ უდაბნოში ქურციკის, იგივე ჯეირანის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და გაზაფხულზე ქურციკების მეათე თაობას ელოდებიან.

სად ბინადრობენ ქურციკები, როგორ არის დაცული ცხოველების უსაფრთხოება და რა გავლენას ახდენენ ისინი ეკოსისტემაზე, ნახეთ ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.