სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა

21:51, 01.11.2024

როგორ უნდა შეინარჩუნოს ქვეყანამ ძუძუმწოვრების და ფრინველების სახეობები, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. მზად არის ეროვნული გეგმა, რომელიც კონკრეტული სახეობების დაცვას და გამრავლებას ისახავს მიზნად. სტრატეგია სხვადასხვა მეთოდის დანერგვას, მათ შორის სანაშენეების მოწყობას და უცხოეთიდან რამდენიმე სახეობის შემოყვანას ითვალისწინებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრების და ფრინველების 60-ზე მეტი სახეობა ბინადრობს. მათი დიდი ნაწილი დაცულ ტერიტორიებზე მოდის.

მსგავსი