წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. მოგვანებით, ტაძარში შეკრებილ მრევლს, ილია მეორემ ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა წმინდა ანგიას წინასწარმეტყველის ხსენების დღის შესახებაც ისაუბრა.
ეს თარიღი სწორედ დღეს აღინშნება. მისმა უწმიდესობამ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ხილული ტაძრების აშენებაზე მეტად, ადამიანებმა საკუთარ სულიერ ტაძარზე უნდა იფიქრონ, რა ააშენეს, მათ სულში. ასე მიულოცა ილია მეორემ შეკრებილებს დღევანდელი თარიღი.