შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ნამუშევრების გამოფენა პარლამენტში.
საკანონმდებლო ორგანომ უკვე ტრადიციად ქცეულ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიებაზე, – სახელწოდებით „გაზაფხულის ფერები,“ – 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ნამუშევრები გამოიფინა, რომელთა თემატიკაც სწორედ გაზაფხულს და აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.
წელს პირველად ღონისძიებას რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი დღის ცენტრების ბენეფიციარების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.