წინასაარჩევნო კამპანია სრულდება, კანდიდატებმა ბოლო შეხვედრები გამართეს. განცხადებები გაკეთდა საარჩევნო შტაბებშიც. შემაჯამებელი განცხადება გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, სადაც საარჩევნო კამპანიასა და მიმდინარე პროცესებზე ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა. მან ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. ცესკო-ს თავმჯდომარეს კი მიმართა, რომ პროცესს სწორედ ზუგდიდიდან დააკვირდეს.
„ქართული ოცნების“ შტაბში ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა. მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მშვიდი, ევროპული კამპანია წარმართა, რომელიც ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებაზე იყო მიმართული. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია ძალიან ბევრ პრობლემას გაეცნო და მოქალაქეებს სწორედ მათი გადაჭრის გზას სთავაზობს.