ოთხი პოლიტიკოსი სატელევიზიო სტუდიაში ერთმანეთის პირისპირ – ერთ საათში საქართველოს პირველი არხი პირველ წინასაარჩევნო დებატს შემოგთავაზებთ.
გადაცემაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“ და „ევროპელი დემოკრატების“ წევრები. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებული დებატები, სადაც წამყვანის შეკითხვების გარდა მონაწილეებს თავადაც შეეძლებათ ერთმანეთისთვის კითხვების დასმა. ბუნებრივია, პოლიტიკურ აქტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ თანაბარ დროში ამომრჩეველს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და ხედვები გააცნონ. როგორც კვალიფიციურმა სუბიექტებმა, დებატებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღეს „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გვარამია-მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსმაც, თუმცა მათ დებატებზე უარი თქვეს. რა აქვს სათქმელი საკუთარი ელექტორატისთვის ოთხ პოლიტიკურ ძალას არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე – დღევანდელი დებატები საქართველოს პირველი არხის ახალი შენობიდან გავა ეთერში.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ პოლიტკოვსკაიას 31-ს, სადაც ანა ბროლაძე ემზადება დებატების გასაშუქებლად.