პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გივი მიქანაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიების რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლინდა წინასაარჩევნო დარღვევები, რომელიც არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ეხება.
დეტალებით თათია ტაბეშაძე შემოგვიერთდება.