სრული ანშლაგით დასრულდა წინანდლის მამულში გერმანელი მუსიკოსის, დევიტ გარეტის კონცერტი. მუსიკოსმა ქართველი მსმენელისთვის კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. ორ განყოფილებიან კონცერტზე გარეტმა გულშემატკივრების შეკითხვებსაც უპასუხა. დევიტ გარეტი საქართველოში კიდევ ერთ კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 9 სექტემბერს გამართავს.