საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ოთარ ჯანელიძისა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნი „საქმიანი საქართველო 1801-1921“ წარადგინეს.
წიგნში ნაჩვენებია საქართველოში კაპიტალიზმის რთული და წინააღმდეგობრივი გზა, ასევე დადებითი და უარყოფითი მხარეები იმ დროინდელი მსოფლიოს განვითარების ფონზე. ნაშრომში შესწავლილია საქართველოს მოსახლეობის პოპულაცია, დემოგრაფიული პრობლემები, ეთნიკური და კლასობრივი შემადგენლობა. წიგნში წარმოჩენილია საქართველოს იმ დროინდელი მაკროეკონომიკური სტატისტიკა.