„კავკასიურ სახლში“ მწერალ ნანა ქარდავას ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
პუბლიცისტური ნაშრომი, სახელწოდებით „ტფილისის აფხაზი გუბერნატორი“ მწერლის მესამე ნაშრომია, რომელშიც ტფილისის გუბერნატორის, გიორგი შერვაშიძის ცხოვრება და მოღვაწეობაა მოთხრობილი. წიგნში ბიოგრაფიულ მასალებთან ერთად, მეცხრამეტე საუკუნის სოხუმისა და თბილისის ფოტომასალებია თავმოყრილი.