აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წიგნის, „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ექვსას გვერდიანი წიგნი-კრებული 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული იმ 1200 გმირის ცალკეულ ისტორიას აერთიანებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსში, აფხაზეთის გარნიზონებსა და მათში შემავალ შენაერთებში ირიცხებოდნენ.
წიგნი-კრებული ერთგვარი ენციკლოპედიური ცნობარია სამშობლოს ერთიანობას, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უანგაროდ შეწირული ეროვნული გმირების და რიგითი ჯარისკაცების შესახებ.