წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. მას შემდეგ, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ორ კომპანიას მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა, სამუშაოები 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, იგება ასფალტის საფარი. სამუშაოების გამო, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით, 22 იანვრამდე ნაწილობრივ შეზღუდულია, შესაბამისად, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. თბილისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დათქმულ ვადებში აღდგება.