წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დათქმულ ვადაში – იანვრის ბოლოს სრულად აღდგება. კახა კალაძის განმარტებით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოთხი კომპანია გააგრძელებს. ამ დროისთვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ვალდებულებების ვერ შესრულების გამო, ძველ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება მერიამ ორი დღის წინ შეუჩერა.