„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს“, – ეს კი ზელენსკის განცხადებაა. ყოველდღიურ მიმართვაში მან აღნიშნა, რომ უკრაინას შიდა გაძლიერების გეგმის შემუშავება სჭირდება. მისი თქმით, ეს გეგმა მოიცავს პოზიციების გაძლიერებას ფრონტის ხაზზე, ეკონომიკის განვითარებას, რუსული დეზინფორმაციისგან დაცვას, რაც უზრუნველყოფს უკრაინის ერთიანობას.