„ომის სწრაფი დასრულება დანაკარგებს ნიშნავს“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებას უკრაინაში ომის 24-საათში დასრულების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან ამის შესახებ ჯერ არ უსაუბრია, თუმცა მოგვიანებით მოისმენს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის წინადადებებს.