„რუსეთთან ომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გამარჯვების გეგმა არის უკრაინის გაძლიერება და სწორედ ამიტომ, სთხოვენ პარტნიორებს, რომ გააძლიერონ უკრაინა. ინტერვიუს დროს უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეშინია ამ ოპერაციის, რადგან რუსმა ხალხმა დაინახა, რომ პუტინს არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა.