ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა „მაიდანი 3“. ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა „სანს“ განუცხადა. 16 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი მიისწრაფვის უკრაინული საზოგადოების გახლეჩისკენ, ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნისა და პრეზიდენტის მოშორებისკენ.