ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი

თბილისის ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. „ოპერა ქრაუნის” საზეიმო დახურვა და ლაურეატთა დაჯილდოება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. პირველი პრემიის მფლობელი აზერბაიჯანელი მეცო-სოპრანო ელმინა ჰასანი გახდა. კონკურსის ჟიური მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებისგან შედგებოდა, მონაწილეები კი 20 ქვეყნის ახალგაზრდა საოპერო მომღერლები იყვნენ.