ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა საოპერო მომღერლები ქართულ სცენაზე – საქართველო ხუთი წლის წინ დაფუძნებულ ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს კიდევ ერთხელ მასპინძლობს. ოპერა „ქრაუნის“ მონაწილეთა ვოკალურ მონაცემებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. სამ ტურად დაყოფილი კონკურსის მიზანია, რომ ნიჭიერ მუსიკოსებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარონ.

ოპერა „ქრაუნის“ ფარგლებში საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და კასტინგ-დირექტორები სტუმრობენ. კონკურსანტებს სამი ეტაპის გადალახვა მოუწევთ. უკვე 25 ნოემბერს კი, საზეიმო დახურვა როგორც გასული წლების, ისე წლევანდელი ფინალისტების მონაწილეობით გაიმართება.