კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში საოპერო აგენტმა, რობერტო კუკკიმ ვოკალისტთა მოსმენა გამართა.
რობერტო კუკკი არის ვოკალისტთა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორი, იტალიის მოცარტის ასოციაციის სვიტერბოს განყოფილების ადმინისტრაციული მდივანი, დამფუძნებელი ცნობილი ონლაინ ჟურნალისა iteatridellest.com, რომელიც ოპერის მიმოხილვასა და ინფორმაციის გავრცელებას ეძღვნება. დღესვე ქართველმა მეცო-სოპრანომ, სოფო ჯანელიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი. სოფიო ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ მანანა ეგაძის კლასი. შემდეგ კი იტალიის საელჩოს მიწვევით და სტიპენდიით გააგრძელა სწავლა მილანის კონსერვატორიაში.