„ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ დასრულდა. ღონისძიება მესხეთის თეატრის ორგანიზებით, უკვე მეშვიდე წელია იმართება. ფესტივალის ბოლო დღეს მესხეთის თეატრმა მაყურებელს სპექტაკლი: „ვოდევილები“ წარუდგინა.
ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 15 მაისს დაიწყო და მასში საქართველოდან და უცხოეთიდან ჯამში 21 თეატრალური დასი მონაწილეობდა.