ვლადიმირ ზელენსკის პირველი რვა კანონპროექტი
  • კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოქმედმა ლიდერმა და პირველმა ლედიმ მომხრეებს აივნიდან მიესალმნენ. „ძვირფასო უკრაინელებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ახლა ბანკოვაიაზე მოვიდა. უკრაინელები სხვადასხვანაირად აცილებდნენ პრეზიდენტებს: 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, 2014 წელს ღირსების რევოლუციის დროს, თუმცა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინას ჯერ არ უნახავს. ეს თქვენი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ჩერჩილმა თქვა, რომ გამარჯვება – ეს არის გზა დამარცხებიდან დამარცხებამდე. ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გამარჯვებიდან დამარცხების გავლით ახალ გამარჯვებამდე მივალთ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
  • კრემლი არ ჩქარობს ზელენსკის გამარჯვება მიულოცოს.
  • შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. მათრიაპალა სირისენას განკარგულებით, შრი-ლანკის მთავრობა ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვს.