ვიზიტორთა სტატისტიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორთა შესახებ ცხრა თვის მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტურისტების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით,  27%-ით გაიზარდა. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% – უცხოელი.

საერთაშორისო სტუმრებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ეწვია. პოპულარულ ტერიტორიებს შორის კი პირველი ხუთი ადგილი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილისა და ოკაცეს კანიონებს, ყაზბეგისა და თბილისის ეროვნულ პარკებს უჭირავს.