აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყარაბაღის რეგიონში განლაგებული არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს, სამხედრო პუნქტებს, აბარებენ იარაღს და მთლიანად ახდენენ განიარაღებას.
აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების 90-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია. ბაქოში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელება უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევლახში გაიმართება შეხვედრა ყარაბაღის სომეხი მაცხოვრებლების წარმომადგენლებთან. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის განხილვაში.