ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ინტენსიური შეტაკებების შედეგად რეგიონში არიან დაღუპულები და დაშავებულები. ოფიციალური ბაქო ითხოვს, რომ სომხურმა ფორმირებებმა იარაღი უნდა დაყარონ.
ყარაბაღში არსებული ვითარების პარალელურად, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის ადმინისტრაციასთან მასშტაბური აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მოქალაქეები ქვეყნის მთავრობისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან ყარაბაღელი სომხების დაცვას ითხოვდნენ.