30 სექტემბრის მონაცემებით, ყარაბაღი ასი ათასამდე პირმა დატოვა, – ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ავრცელებს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობის მიერ ტერიტორიის დატოვების მიზეზად აზერბაიჯანის მხრიდან ეთნიკური წმენდის პოლიტიკა დაასახელა. შემდგომში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ფაშინიანის ბრალდებები და მოუწოდა სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, არ დატოვონ ყარაბაღი.