როგორია ვითარება წყნეთი-ბეთანიის გზაზე, – გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა. ამის გამო, სოფელ ახალდაბას წყალმომარაგება შეეზღუდა. მიწის ჩამოტანის შედეგად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მილი დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგება, სავარაუდოდ, ღამით აღდგება.