თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, ანტონოვსკაიას 9, 9ბ, თამარაშვილის 15, 17, 17ა, 19, 19ა, 21, ყაზბეგის 24ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ბაგებში, უჩანეიშვილის შესახვევის, წყნეთის გზატკეცილის 21კ, 23ა, 24, 25, I, II ჩიხების, I და II შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის III მასივის IX კვარტალში 1, 2, 3, 3ა, 4, 5, 8, 9 კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა ზემოაღნიშნულ მისამართებზე დაიწყება 07 ივნისის 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

ასევე 10:00 საათიდან გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ ახალდაბისა და მიმდებარედ ახალდაბის ტყე-პარკის აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 07 ივნისის 14:00 საათიდან და დასრულდება 16:00 საათისთვის.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირის №63ა, №63ბ, №65, №67, №69, ჭრელაშვილის, ჩოლოყაშვილის ქუჩის №1/1, №1/2, №1/3, №46, №57-ში მდებარე კორპუსების, ჩოლოყაშვილის I კვარტლის №1, №2, №3, №4, №5-ში მდებარე კორპუსების, ბაღდადის (რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის, საექიმოს, გასავალის, დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ჰოსპიტალის შესახვევის, სამხედრო ქალაქის, ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II და III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, არტურ ლაისტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება გაზგასამართ სადგურ „ვისოლს“, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, საცურაო აუზს „ოლიმპი“, „ფრესკო შოპინგ ცენტრს“, №215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ისანი მოლს, სუპერმარკეტ „კარფურს“, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“, შპს „ავერსი კლინიკა“-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტს“ და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება პარასკევს, 8 ივნისს, 09:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათზე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.