გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კონკრეტულ ლოკაციებზე მობილიზებულია და მუშაობას განაგრძობს მძიმე ტექნიკა. ადგილზე რჩებიან გეოლოგებიც, რომლებიც დამეწყრილ და სხვა პრობლემურ ადგილებს სწავლობენ. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, არსებული მონაცემებით, 150-მდე ოჯახი შეიძლება განსახლებას დაექვემდებაროს. მოქალაქეების ნაწილი უკვე გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრების განცხადებით, მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ უარს ამბობს საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე.
რა ვითარებაა სტიქიის ზონაში – ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.