ვითარება სტიქიის ზონაში

შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა ძებნის ოპერაცია გრძელდება. მაშველები და სამხედროები ორ არასრულწლოვანს ეძებენ. სამუშაოები შოვიდან 120 კილომეტრის დაშორებითაც მიმდინარეობს.

შესაბამისი სამსახურები უკვე 29-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ძებნის არეალი შოვიდან გუმათჰესამდე ტერიტორიას მოიცავს. 3 აგვისტოს შემდეგ ნაპოვნია 31 დაღუპული. ყველა იდენტიფიცირებულია. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.

მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. სახელმწიფო ფსიქოლოგის გარდა, საჭიროების შემთხვევაში დააფინანსებს ფსიქიატრის მომსახურებას და მის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც.