ვითარება სტიქიის ზონაში

რაჭაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ისე მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში. ტრაგედიის შემდეგ მიკვლეულია 31 დაღუპული მოქალაქე. ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული მხოლოდ ორი დაღუპულის ვინაობა. მიმდინარეობს კიდევ ორი დაკარგულის ძიება.