კურორტ შოვში სამძებრო სამუშაოები არ წყდება. მიმდინარეობს როგორც უშუალოდ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფით დაფარული ტერიტორიის დამუშავება, ასევე მდინარე ჭანჭახის კალაპოტის დათვალიერება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები, სამხედროები, რეზერვისტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
რაჭაში მუშაობას განაგრძობენ „მოამბის“ გადამღები ჯგუფებიც – ბოლო ინფორმაციას თეონა ხუბულავა მოგვაწვდის.