სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ღამის განმავლობაში სროლა მიმდინარეობდა. დაჭრილებზე ინფორმაციას არცერთი მხარე არ ავრცელებს. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთის ქალაქ ჭამბარაკის მიმართულებით ყუმბარსატყორცნი გამოიყენა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი მძიმე ტყვიამფრქვევებსა და სნაიპერულ თოფებს იყენებდა. სროლა მიმდინარეობდა ქოხა-ნაბის, ასრიქ-ჯირდახანისა და ზამანლის მიმართულებით.