ვითარება შოვში - სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი გამთენიისას განახლდა
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი გამთენიისას განახლდა. მეხანძრე-მაშველებს ადამიანები სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის დახმარებით შოვიდან, ონში გადმოჰყავთ.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე „მოამბის“ ჟურნალისტი შალვა სუმბაძე მუშაობდა – უახლესი ინფორმაციით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.