ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ცხელი წერტილი საქართველოში ახლა თეთრიწყაროა. ბოლო ორ დღეში რაიონში უკვე 20 დაინფიცირებულია. მათ შორის არის ექთანი, რომელიც ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. კოვიდ-19 დაუდასტურდა მერიის თანამშრომელსაც. რაიონის მასშტაბით, 98 ადამიანი ახლა იზოლაციაში იმყოფება. ეს არის მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, უკვე მესამე რაიონი ქვემო ქართლში, რომელიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა.
მარნეულისგან გასხვავებით, ეპიდემიოლოგიური სურათი ისევ მძიმეა ბოლნისში, სადაც უკვე 88 ინფიცირებულია გამოვლენილი. ბოლნისის კლასტერი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესია.
გამოვლინდა თუ არა ახალი საეჭვო შემთხვევები დღის ბოლოს? – რუსუდან ლოლაძე იმყოფება თეთრიწყაროს შესასვლელთან.