ვითარება პოლონეთში

პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სხვადასხვა ციხეებში გაგზავნეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მარიუშ კამინსკის, ქალაქ რადომის ციხეში მოათავსებენ, მაჩიეი ვასიკს კი ქალაქ ოსტრო-ლეკას მახლობლად მდებარე ციხეში. მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვასიკი 9 იანვარს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს. კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაკავებულები არ არიან პოლიტპატიმრები და მათ მიმართ ამ ტერმინის გამოყენება შეურაცხმყოფელია სხვა პოლიტპატიმრების მიმართ მთელს მსოფლიოში, რომლებიც ამ დრომდე ციხეებში რჩებიან. კამინსკის და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაჩეი ვასიკს მხარდაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდობიანად წარმართონ საპროტესტო აქცია, თუკი ასეთი აქციის ჩატარების სურვილი ექნებათ.