საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

პოლონეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა – ასეთია ანჯეი დუდას მთავარი გზავნილი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ორი ქვეყნის ლიდერების განხილვის მთავარი თემა უკრაინის ომი და რუსეთის აგრესიაა. პოლონეთის პირველმა პირმა ომში მყოფი უკრაინის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადებები განსაკუთრებით გამოყო, თავის მხრივ საკმაოდ მწვავე იყო სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მოსკოვის მისამართით. უკრაინისთვის მხარდაჭერის ამჯერად ვარშავიდან გამოცხადების დროს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის საქართველოს მთელი მოსახლეობის პოზიციას გამოხატავს. პრეზიდენტებმა გამოსვლებში მკაფიოდ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდეგ ყირიმის ოკუპაციის დროს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება რუსეთის მიმართ სათანადო არ იყო და მსგავსი მიდგომა აღარ უნდა განმეორდეს.

„მოამბე“ ვარშავიდან, – გიორგი კობერიძე გაგვაცნობს, რაზე ისაუბრეს პოლონეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა.