ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესები სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადებით, პანსიონის კარი რომ გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა. მეუფე გრიგოლი იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობის გარეშე აღსრულდება. საუბარია, იმ განჩინებაზე, რომლის გასაჩივრებასაც საპატრიარქო უკვე გეგმავს. პოზიციას იზიარებს კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზიც. პანსიონიდან დღეს კიდევ რამდენიმე ბავშვი გაიყვანეს. ადგილზე რჩებიან როგორც სოციალური მუშაკები, ასევე საპატრიარქოს მიერ შექმნილი კომისიის წევრიც.

გიორგი კობერიძე მუშაობს ადგილზე და ბოლო ინფორმაციით გვიერთდება.

მოამბე