ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე

მკვეთრად გაიაფების შემდეგ, საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასმა საშუალოდ 15 თეთრამდე მოიმატა. ბენზინის გაძვირების მთავარ მიზეზად მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი სახელდება, სადაც სანქციების გამო მოპოვება შემცირებულია, მოხმარება კი – გაზრდილი. ამას ემატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე ენერგო-რესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა – ამჟამად ბარელის ღირებულება 77 დოლარამდეა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საქართველოში საწვავის ფასებზე მოქმედებს, სპეციალისტების შეფასებით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს საწვავის გაძვირებას და როგორია მოლოდინი? – მარიამ ბერძენიშვილი მუშაობდა თემაზე.