93 დადასტურებული შემთხვევა, 276 თვითიზოლაციაში და 86 პირი კარანტინში. ასეთია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არსებული ვითარება.
ხუთი ახალი შემთხვევა დღეს დადგინდა. ეს პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არიან. 38 პირთან დაკავშირებით კი, რომელიც ერთ-ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენს, „კოვიდ-19“ არ დადგინდა.
საკარანტინო ზონაში არსებულ ბოლო ინფორმაციაზე და ეპიდ-ვითარებაზე გიორგი კობერიძე მოგვიყვება.