კარანტინი მარნეულში - საქართველოს პირველი არხის რეპორტაჟი

მარნეულში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მუშაობენ.

ჯანდაცვის სამსახურების თანამშრომლები კარდაკარ ამოწმებენ და გამოკითხვას უტარებენ ყველა იმ პირს, რომელსაც მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა. საეჭვო პაციენტების მისაღებად ქალაქში მოწყობილია საველე ჰოსპიტალი. განთავსდა ბოქსირებული კარვებიც, სადაც მძიმე სიმპტომების მქონე მოქალაქეები გადაჰყავთ.

რაიონში, სადაც მესამე დღეა, კარანტინია გამოცხადებული, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

მარნეულში ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, ოპერატორი გიორგი პაჭიკაშვილი და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე მუშაობენ.