დღევანდელი 16 შემთხვევიდან ერთი მარნეულში გამოვლინდა.
ინფიცირებულია 49 წლის ქალი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ცხოვრობს. ამ სოფელში მანამდე „კოვიდ 19“-ის არცერთი ფაქტი არ ყოფილა. ინფიცირებულს არც მოგზაურობის ისტორია აქვს. ეპიდემიოლოგები ახლა მის კონტაქტებს ადგენენ. რამდენიმე მათგანი იზოლაციაშია.