ვითარება კონფლიქტის რეგიონებში - ომბუდსმენის აპარატის ანგარიში

რა ვითარებაა კონფლიქტის რეგიონებში. სახალხო დამცველის აპარატმა მესამე სექტორს ანგარიში წარუდგინა. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას, ომბუდსმენის აპარატი ბორდერიზაციის, მოსახლეობის თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლების დარღვევებზე მიუთითებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით ამ მხრივ გალის რაიონს გამოჰყოფენ. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის შეფასებისა და სოციალური დაცვის პროგრამა უნდა შექმნას, რათა მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური დახმარება მოხერხდეს.  რეკომენდაციებს შორის მოხვდა საომარი მოქმედებებისას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და ზარალის ანაზღაურების საკითხებიც.